„ისი პარის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლევან მარგველაშვილი გარდაიცვალა, - ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს. კომპანიის განცხადებას bm.ge უცვლელად გთავაზობთ:
„ისი პარის“ ერთგულო მომხმარებლებო და მეგობრებო, ძალიან გვიჭირს ახლა ამის დაწერა, მთელი გუნდი დამწუხრებული და ტკივილით სავსე ვართ, რადგან უნდა შეგატყობინოთ ჩვენთვის უმძიმესი და წარმოუდგენელი ამბავი.
1-ელ აპრილს, გარდაიცვალა „ისი პარის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, სიკეთით სავსე და ყველასათვის საყვარელი ლევან მარგველაშვილი, რომელსაც უსაზღვრო და უდიდესი წვლილი მიუძღვის „ისი პარის“ ზრდასა და განვითარებაში. ვერანაირი სიტყვებით გადმოგცემთ, თითოეული ჩვენგანის მწუხარებას, რადგან ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობდით მის თანადგომას, მეგობრობასა და სიყვარულს. მისი ღიმილიანი სახე არასოდეს წაიშლება ჩვენი მეხსიერებიდან. საოცრად რთულია და გვიჭირს „ისი პარის“ 28 წლიანი ისტორიის, ძალიან დიდი გზის განვლის შემდეგ, ასეთი ადამიანის უკანასკნელ გზაზე გაცილება.
რთულად წარმოსადგენი და გასააზრებელია, რაც ახლა ჩვენს თავს ხდება, მაგრამ აუცილებლად მოვიკრებთ ძალებს და თავდაუზოგავად გავაგრძელებთ იმ საქმეს, რასაც ბატონი ლევანი 1995 წლიდან დღემდე „ისი პარისთვის“ და თითოეული ჩვენგანისთვის აკეთებდა.
ყველაფრისთვის უდიდესი მადლობა ბატონო ლევან, ჩვენ არ გემშვიდობებით, რადგან ისი პარისა და ჩვენს გულებში, თქვენ სამუდამოდ იცოცხლებთ“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი