მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამშენებლო სექტორში ფატალური შემთხვევები 41%-ით არის შემცირებული - ფერაძე

63ededb5ee299
მარიამ ვარადაშვილი
16.02.23 13:16
660
შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე აცხადებს, რომ სამშენებლო სექტორში ფატალური შემთხვევები 2018 წელთან შედარებით 41%-ით არის შემცირებული.

ამის შესახებ ფერაძემ სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

“სამშენებლო სექტორში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საკმაოდ კარგი პროგრესი გვაქვს. ფატალური შემთხვევები 41%-ით არის შემცირებული 2018 წელთან შედარებით.,ანუ მას შემდეგ, რაც შრომის ინსპექციამ ზედამხედველობა დაიწყო. ეს არის იმ დაბალანსებული საზედამხედველო პოლიტიკითა და რეგულაციებით განპირობებული, რაც მთავრობამ დააწესა.

რაც შეეხება დარღვევებს, ისინი ძირითადად სტანდარტულია და უკავშირდება საფრთხეების შეფასებას, ღიობებს, საიდანაც სიმაღლიდან ვარდნა ხდება. ასევე მნიშვნელოვანია სწავლება/ინსტრუქტაჟი, რაც დანერგილი უნდა იყოს. ხშირადაა, როცა რაიმე აქტივობა ფორმალურად არის განხორციელებული სამშენებლო სექტორში, თუმცა გვინდა უფრო სიღრმისეული მიდგომები არსებობდეს. ეს უზრუნველყოფს ფატალური შემთხვევების მინიმუმამდე დაყვანას, რომლებიც შემცირდა, მაგრამ სექტორში ჯერ კიდევ არსებობს. ამ მიმართულებით უფრო მეტი პროგრესი გვაქვს დიდ ქალაქებში, ასევე დედაქალაქში, თუმცა წელს დიდი აქცენტი რეგიონებზე გაკეთდება”, - აცხადებს ფერაძე.

მან ასევე ისაუბრა სამედიცინო სექტორში მინიმალური ხელფასის ამოქმედების წესზეც. როგორც ფერაძემ ჟურნალისტებს უთხრა, კლინიკების შემოწმების შედეგები მარტში გახდება ცნობილი.

“პირველ ეტაპზე ასი სამედიცინო დაწესებულება შევამოწმეთ და რამდენიმე ასეული კიდევ უნდა შევამოწმოთ. ამ ეტაპზე გამოწვევები, რაც დაფიქსირდა, არის მინიმალური ხელფასის გადახდის დარღვევა, ასევე ექიმის პოზიციის ცვლილების ხელშეკრულებაში არასახვა, თუმცა ჩვენი ჩართულობით თითოეული შემთხვევა აღმოიფხვრა. მინდა მოვუწოდო სამედიცინო პერსონალს, დარღვევების შემთხვევაში დაგვიკავშირდნენ”,-ამბობს ფერაძე.