მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 35 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

6124b93577115
BM.GE
24.08.21 13:17
1126
2021 წლის 24 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 106 450 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.200 პროცენტით, მაქსიმალური 9.480 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.421 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 8.125 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველი 6 თვეში.