მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის აეროპორტი იანვარ-ივლისში 1,5 მლნ მგზავრს მოემსახურა - დედაქალაქიდან 35 ავიაკომპანია დაფრინავს

62fca461a8c1a
BM.GE
17.08.22 15:00
824
2022 წლის იანვარ-ივლისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 515 988 მგზავრს მოემსახურა, რაც 121,56%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

დღეისათვის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 35 ავიაკომპანია 38 მიმართულებით ასრულებს რეისებს.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა იანვარ-ივლისში 313 036 მგზავრი გაატარა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მონაცემებს 35,37%-ით აღემატება.

ზაფხულის სეზონზე, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 21 ავიაკომპანია 17 მიმართულებით დაფრინავს.