მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელელი ტურისტები საკმაოდ მხარჯველები არიან – ელჩი

5ee7b7bb92e72
თამთა ჯიჯავაძე
15.06.20 23:30
1437
არ მგონია, საქართველოს მთავრობას რაიმე პრობლემა შეექმნას ისრაელელი ტურისტების დარწმუნების კუთხით, რათა ისინი აქ ჩამოვიდნენ, – ამის შესახებ ისრაელის ელჩმა რან გიდორმა BMG-ის კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომელიც პანდემიის შემდეგ, ისრაელიდან უფრო მეტი ტურისტების მოზიდვის გზებს შეეხებოდა.

მისი თქმით, ისრაელელ ტურისტებს ძალიან უყვართ საქართველოში ჩამოსვლა.

„ისრაელში ჩვენ გვყავს 100 000-ზე მეტი ქართველი ებრაელი, ესენი არიან ებრაელები, რომლებიც საქართველოში არიან დაბადებული, თუმცა, ცხოვრობენ ისრაელში. ისინი ჩამოდიან საქართველოში რამდენიმეჯერ წელიწადში, რათა მოინახულონ ნათესავები, ბევრს სახლი და სხვა ქონებაც აქვს აქ, ასევე ბევრს საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციებიც აქვს ჩადებული. ეს 100 000 ქართველი ებრაელები არიან მნიშვნელოვანი ნაწილია იმ ისრაელელებს შორის, რომლებიც აქ ჩამოდიან ტურისტებად. ასევე არის ისრაელელი ტურისტების კიდევ მეორე ჯგუფი, რომლებიც ჩვეულებრივი ტურისტები არიან, ტურისტები რომელთაც უყვართ ექსტრემალური ტურიზმი, მიდიან მთაში ჯიპ-ტურებით, და ა.შ. და გვყავს ასევე ტურისტები ისრაელიდან, რომლებიც ჩამოდიან ბათუმისთვის, და კაზინოებისა და ზღვის გამო მოგზაურობენ“, – განაცხადა ელჩმა.

რან გიდორის თქმით, ისრაელიდან ჩამოსული ტურისტები საკმაოდ მხარჯველებიც არიან.

„გასულ წელს, დაახლოებით 200 000 ისრაელელი ტურისტი ჩამოვიდა საქართველოში, რომლებიც წარმოადგენენ უცხოელი ტურისტების ყველაზე დიდ ჯგუფს აქ იმ ქვეყნიდან, რომელიც არ ყოფილა საბჭოთა კავშირის წევრი და რომელიც არ არის საქართველოს მეზობელი. ზაფხულის სეზონზე ჩვენ გვაქვს ყოველკვირა 42 პირდაპირი რეისი საქართველო-ისრაელს შორის. ამასთან, ისრაელელი ტურისტები საკმაოდ მხარჯველი ტურისტები არიან. როდესაც აქ ჩამოდიან, მათ უყვართ ხარჯვა ქართულ ღვინოში, კერძებში, შოპინგისთვის და ა.შ. ასე რომ ეს მნიშვნელოვანი წვლილია საქართველოს ეკონომიკაში“, – აღნიშნა ელჩმა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წელს ისრაელიდან საქართველოში 171 000 ვიზიტი განხორციელდა. 2020 წლის პირველ კვარტალში კი 81 000 ისრაელელი ტურისტი ჩამოვიდა.