მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელი 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ვაქცინის დამატებით დოზას შესთავაზებს

6103f4fda08ea
ნათია თაქთაქიშვილი
30.07.21 21:20
670
ისრაელი 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზას შესთავაზებს. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

„გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის მსგავსად, კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინასაც განახლება სჭირდება, სწორედ ამიტომ დამატებითი დოზების მიწოდება უფროსი ასაკის მოსახლეობისათვის იგეგმება“, - განაცხადა ნაფტალი ბენეტმა.

ცნობისთვის, ისრაელის ჯანდაცვის წარმომადგენლების განცხადებით, გასული თვის მონაცემებზე დაყრდნობით Pfizer-ის ვაქცინის ეფექტიანობამ სიმპტომატური ინფექციის მიმართ 41% შეადგინა, ხოლო მძიმე შემთხვევებში ვაქცინის დაცვა 91%-ს უტოლდება.

აღსანიშნავია, რომ ფარმაცევტულმა კომპანია Pfizer-მა მიმდინარე კვირას განაცხადა, რომ აუცილებელია მესამე დოზა ვაქცინის მიღება მისი ეფექტიანობის შესანარჩუნებლად.

ამჟამად, ისრაელის მოსახლეობის 57% ანუ 9.3 მილიონი მოქალაქეა სრულად აცრილი, ამასთან აცრილი მოსახლეობის 80% 40 წელს არის გადაცილებული.