მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელი აცხადებს, რომ მათმა ანტივირუსულმა პრეპარატმა შესაძლოა COVID-19 შეაჩეროს

6141ea96c67fb
ნათია თაქთაქიშვილი
15.09.21 23:40
3588
მეცნიერთა ჯგუფი ისრაელიდან აცხადებს, რომ მათ მიერ შექმნილმა ანტივირუსულმა პრეპარატმა შესაძლოა COVID-19 შეაჩეროს. ამის შესახებ ინფორმაციას The Jerusalem Post-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ Code Pharma-ს მეცნიერები, რომლის სათავო ოფისიც ნიდერლანდებში მდებარეობს, აქტიურად მუშაობენ ანტივირუსული მედიკამენტის შექმნაზე. ფარმაცევტული კომპანიის თქმით, მედიკამენტმა კლინიკური კვლევების პირველი ეტაპი წარმატებით დაასრულა და 13 სექტემბერს კლინიკური კვლევების მეორე ეტაპის დაწყებასთან დაკავშირებით Helsinki Committee-ის მიმართა.

The Jerusalem Post-ის ცნობით, კლინიკური კვლევების მეორე ეტაპი, სავარაუდოდ, მომავალი თვიდან დაიწყება და მასში დაახლოებით, 150-მდე პაციენტი იქნება ჩართული. წინასწარი მონაცემებით, მეორე ფაზის კლინიკური კვლევები იგეგმება ესპანეთში, ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკაში.

იმის გათვალისწინებით, რომ კორონავირუსის დელტა შტამი ისევ სწრაფად ვრცელდება მსოფლიოს მასშტაბით, Code Pharma-მ შესაძლოა ანტივირუსული პრეპარატის ავტორიზაციისთვის კლინიკური კვლევების მეორე ეტაპის დასრულებისთანავე მიმართოს შესაბამის ორგანოებს.

ამასთან, ფარმაცევტული კომპანია აცხადებს, რომ მზად არის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში პრეპარატის მასობრივი წარმოება დაიწყოს.