მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელი და EU ერთმანეთის COVID-ვაქცინის სერტიფიკატების აღიარებაზე შეთანხმდნენ

6141fc4297e13
ნათია თაქთაქიშვილი
15.09.21 22:31
622
ისრაელი და ევროკავშირი ერთმანეთის COVID-ვაქცინის სერტიფიკატების აღიარებაზე შეთანხმდნენ, რაც ტურისტებს მოგზაურობას გაუმარტივებს. ახალი გადაწყვეტილება ძალაში ოქტომბრიდან შევა. ამის შესახებ ინფორმაციას The Jerusalem Post-ი ავრცელებს.

ისრაელის ჯანდაცვის მინისტრის ნიცან ჰოროვიცის თქმით, აღნიშნული შეთანხმება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან მნიშვნელოვნად დაეხმარება ტურიზმისა და ეკონომის აღდგენას.

„ისრაელსა და ევროკავშირს შორის მიღწეული შეთანხმება ერთმანეთის კორონავირუსის ვაქცინაციის სერტიფიკატის აღიარებასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან ეს მოსახლეობის რუტინულ ცხოვრებას დამატებით ელფერს შესძენს, ამასთან, აღდგენაში დაეხმარება ქვეყნის ტურიზმსა და ეკონომიკას“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა COVID-19-ზე ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატის პროგრამა წევრ ქვეყნებს შორის 2021 წლის 1 ივლისიდან აამოქმედა.