მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელი დღეიდან სრულ კარანტინს აცხადებს

5f6c5504049e8
ნათია თაქთაქიშვილი
24.09.20 12:32
2412
ისრაელის პრემიერ მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს გადაწყვეტილებით, ისრაელში დღეიდან სრული კარანტინი გამოცხადდა, რომელიც 10 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ისრაელის პერმიერ მინისტრის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის პრევენციის მიზნით მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ადგილობრივ პრესაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, საგანგებო მდგომარეობა მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება, შემდეგ კი პრემიერი იმედოვნებს, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების კვალდაკვალ დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყება.

„ჩვენი მიზანია, ინფექციის გავრცელების შეჩერება, პირდაპირი მნიშვნელობით. ჩვენი მიზანია, ისრაელში რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადარჩენა”,- განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ისრაელში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ის 1,642 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 10 ადამიანი. აღსანიშნავია, რომ ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ისრაელში კორონავირუსით 206,332 ადამიანი დაინფიცირდა და 1,335 გარდაიცვალა.