მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელი კოვიდ-შემთხვევების ზრდის გამო, აცრილ ტურისტებს 1 აგვისტომდე არ მიიღებს

60d4d580710ee
თამთა ჯიჯავაძე
25.06.21 00:20
12731
აცრილი უცხოელი ტურისტები ისრაელში შესვლას 1 აგვისტომდე ვერ შეძლებენ. შესაბამისი გადაწყვეტილება The Jerusalem Post-ის ინფორმაციით, ქვეყნის მთავრობამ მიიღო. გადაწყვეტილების მიზეზი კოვიდ-შემთხვევების ზრდა გახდა.

გარდა ამისა, მთავრობა აცხადებს, რომ დახურულ სივრცეებში პირბადის ტარების რეგულაცია კვლავ აღდგება, თუ დღიური საშუალო კოვიდ-შემთხვევების რიცხვი კვირაში 100-ს ასცდება.

„ჩვენი მიზანია რომ დავიცვათ ისრაელის მოქალაქეები „დელტას“ შტამისგან, რომელიც მსოფლიოში ვრცელდება. ამავე დროს, ჩვენ გვსურს რაც შეიძლება შევამციროთ ქვეყანაში ყოველდღიური ცხოვრების რიტმის დარღვევა. ამიტომაც, გადავწყვიტეთ რომ რაც შეიძლება ადრე ვიმოქმედოთ, ანუ ახლა გადავდგათ პასუხისმგებლიანი და სწრაფი ნაბიჯები, რათა შემდეგ უფრო ძვირი არ დაგვიჯდეს“, - განაცხადა ქვეყნის პრემიერმა ნაფტალი ბენეტიმ.

აღსანიშნავია, რომ ისრაელი აცრილი ტურისტების მიღებას 1 ივლისიდან გეგმავდა. თუმცა, ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში „დელტა“ შტამი დაფიქსირდა, რამაც კოვიდ-შემთხვევების რაოდენობის ზრდა გამოიწვია.

ბოლო 24 საათში, ქვეყანაში 205 ახალი კოვიდ-ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა.