მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელი მარტიდან ეკონომიკის გახსნას გეგმავს

5ffd9b740d1c4
ნათია თაქთაქიშვილი
12.01.21 17:50
1012
ისრაელი 12 წელს ზევით მოზარდების კოვიდზე ვაქცინაციას და ეკონომიკის გახსნას მარტის შუა რიცხვებიდან განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ისრაელის პანდემიის ეროვნული ცენტრის კოორდინატორის ნაჩმან ეშმანის განცხადებით, კლინიკური კვლევების საფუძველზე ცნობილი გახდა, რომ ვაქცინაცია შესაძლებელია 12 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებზეც გავრცელდეს. ამჟამად მხოლოდ 16 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაცია ხდება. მისი პროგნოზით, FDA აღნიშნულ გადაწყვეტილებას ავტორიზაციას მარტისთვის მიანიჭებს.

„ის, რომ 16 წელს ქვევით ბავშვების აცრა ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს, შემაშფოთებელია, რადგან ასე გაძნელდება ეგრეთ წოდებული ჯოგური იმუნიტეტის მიღწევა“, - განაცხადა ნაჩმან ეშმანმა.

მისი ვარაუდით, 12 წელს ზევით ასაკობრივი ჯგუფების აცრა, დაახლოებით, ორ თვეში დაიწყება. ისრაელის ცენტრალური სტატისტიკური ოფისის განცხადებით, 12 წელს ზევით მოზარდების რაოდენობა ისრაელის მოსახლეობის 7.75 პროცენტია.

შეგახსენებთ, რომ ისრაელი COVID-19-ზე აცრილთა რაოდენობით მსოფლიო ლიდერია; 4 იანვრის მონაცემებით, ისრაელის მოქალაქეთა 13%-ზე მეტმა ახალი კორონავირუსის ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიიღო. პრიორიტეტი მიენიჭა ხანდაზმულ და რისკ ჯგუფებში შემავალ მოსახლეობას.