მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელი მკაცრ ლოქდაუნს 27 დეკემბრიდან უკვე მესამედ გამოაცხადებს

5fe4a46745102
ნათია თაქთაქიშვილი
24.12.20 22:20
1071
ისრაელში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 27 დეკემბრიდან მკაცრი კარანტინი ამოქმედდება, რომელიც წელს უკვე მესამედ წესდება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, მკაცრი კარანტინი სულ მცირე ორი კვირის განმავლობაში იქნება ძალაში. კარანტინის ამოქმედების გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანაში ვირუსის ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა 4 000-მდე გაიზარდა.

კერძოდ, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 3 762 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ახალი რეგულაციების მიხედვით, მოსახლეობა საკუთარი საცხოვრებელი ადგილიდან მხოლოდ ერთი კილომეტრის რადიუსში შეძლებენ მოძრაობას, გამონაკლისს წარმოადგენს კორონავირუსის ტესტის ჩატარება ან რომელიმე სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტი.

მოცემულ პერიოდში, მოსახლეობას ასევე ეკრძალებათ სტუმრების მიღება. 50%-ით შემცირდება ადგილობრივი ტრანსპორტის ოპერირება. გასართობი დაწესებულებები რჩება დახურული.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ისრაელში კორონავირუსის სულ 385 022 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 3 150 ადამიანი.

აღსანიშნავია, რომ ისრაელში Pfizer-ის მიერ შექმნილი ვაქცინით მოსახლეობის აცრა 27 დეკემბრიდან იწყება.