მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელი საგანგებო მდგომარეობას ახანგრძლივებს

5f86e2a0eede9
ნათია თაქთაქიშვილი
14.10.20 15:48
919
ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა ქვეყანაში მოქმედი საყოველთაო კარანტინი, რომელსაც ვადა გუშინ ამოეწურა, მიმდინარე კვირის ბოლომდე გაახანგრძლივა. ამასთან, მთავრობა ხვალ იმსჯელებს შეზღუდვების შემსუბუქების საკითხზე. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყებათაშორისი კომისია, ასევე, იმსჯელებს საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებულ შეზღუდვებზე, რომელთა ვადა ხვალ იწურება.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ისრაელში კორონავირუსის 2 184 შემთხვევა გამოვლინდა. შეიმჩნევა ინფიცირების შემთხვევების კლების ტენდენცია. ამასთან, გასული 24 საათის განმავლობაში ისრაელში 19 ინფიცირებული გარდაიცვალა. covid-19-მა ქვეყანაში სულ 2 040 პაციენტი იმსხვერპლა.

ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, ისრაელის მთავრობამ 18 სექტემბრიდან სამი კვირის ვადით განმეორებითი საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა.