მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს კოვიდის მართვისთვის ბიუჯეტში ₾100 მლნ-ია გათვალისწინებული

633acbf8f21cd
ინგა მურუსიძე
03.10.22 15:50
546
ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, 2023 წელს კოვიდის სამართავად ბიუჯეტიდან 100 მლნ ლარია გათვალისწინებული. ასე უპასუხა მინისტრმა BM.GE-ს მიერ დასმულ კითხვას.

„2022 წელს 0,5 მილიარდ ლარზე მეტი გვქონდა გამოყოფილი, მაგრამ 2023 წელს 100 მლნ ლარია გამოყოფილი. დიდი იმედი გვაქვს, რომ უფრო ნაკლები დაგვჭირდება და გამომდინარე იქიდან, რომ კარგად არის მოწესრიგებული როგორც პაციენტების ჰოსპიტალიზაციის ნაწილი, ისე ხარჯების მართვის ნაწილი, ინფიცირებაც მნიშვნელოვნად შემცირდა, ვფიქრობთ, ამის საჭიროება არ იქნება“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.