მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელიდან ახალი მიმართულების დამატება ტურისტული ნაკადების ზრდას შეუწყობს ხელს - ქვრივიშვილი

62deb083b2f7f
მარიამ იზორია
25.07.22 19:55
878
ისრაელის ავიაკომპანია Arkia საქართველოში ახალ მიმართულებას ამატებს და მრავალჯერად ჩარტერულ ფრენებს ეილათი - ბათუმი - ეილათის საჰაერო ხაზზე შეასრულებს.

რეისები ეილათსა და ბათუმს შორის 7 აგვისტოდან 29 აგვისტოს ჩათვლით, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათს და პარასკევს განხორციელდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ამ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ ისრაელიდან ახალი მიმართულების დამატება ამ ქვეყნიდან ტურისტული ნაკადების ზრდას ხელს შეუწყობს.

„ისრაელი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია, რომელიც მზარდია. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რათა მეტი ტურისტი მოვიზიდოთ ისრაელიდან,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას აღნიშნული მიმართულებებით ოპერირების ნებართვა უკვე მიანიჭა.