16.მაისი .2021 14:48

ისრაელიდან საქართველოში ხვალ 4 ფრენა შესრულდება - საელჩო

ისრაელიდან საქართველოში ხვალ 4 ფრენა შესრულდება - საელჩო
views 1089
უკან

ისრაელში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს. დიპლომატიური წარმომადგენლობის ინფორმაციით, ისრაელიდან საქართველოში 17 მაისს 4 ფრენა შესრულდება.

საელჩოს ინფორმაციით, ფრენებს შემდეგი ავიაკომპანიები განახორციელებენ:

"ARKIA ISRAEL"- 11:30
"ISRAIR AIRLINES"- 20:30
"GEORGIAN AIRWAYS"-21:35
"EL AL ISRAEL"- 22:00

ისრაელში არსებული ვითარება გასული კვირის განმავლობაში გამწვავდა. ღაზის სექტორიდან რამდენიმე დღის განმავლობაში ისრაელის მიმართ 1,000-ზე მეტი რაკეტა ისროლეს, თავის მხრივ ისრაელმა დაიწყო საპასუხო იერიშები ღაზას სექტორში ორგანიზაცია ჰამასის წინააღმდეგ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა