მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელიდან, უკრაინიდან და ყაზახეთიდან ვიზიტორთა რიცხვმა 2019 წლის 75% შეადგინა - PMCG

60ec2e1708204
ვიქტორია მღებრიშვილი
12.07.21 17:05
817
2021 წლის ივნისში ისრაელიდან, უკრაინიდან და ყაზახეთიდან ვიზიტორთა რაოდენობამ 2019 წლის მონაცემის, დაახლოებით, 75% შეადგინა. ამის შესახებ კვლევით ცენტრ PMCG-ის ტურიზმის ყოველთვიურ მიმოხილვაშია აღნიშნული.

კვლევაში აღნიშნულია, რომ აღნიშნულ პერიოდში 2020 წლის ივნისთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი 294.2%-ით გაიზარდა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 82.1%-ით შემცირდა.

ამ პერიოდში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 286.8%-ით გაიზარდა (2021/2020) და 79.8%-ით შემცირდა (2021/2019), ხოლო საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა 361.6%-ით გაიზარდა (2021/2020) და 71.7%-ით შემცირდა (2021/2019).

2018-2021 პერიოდში, საქართველოში სასტუმროების საშუალო ფასებმა 2018 წელს პიკს მიაღწია, შემდეგ 2019 წელს ფასები თანდათან დაეცა, 2020 წელს კი ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია.