მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელის ავიაკომპანიები თბილისისა და ბათუმის მიმართულებით ფრენების აღდგენას იწყებენ

6136580035c2f
მარიამ ადამია
06.09.21 23:50
719
სექტემბრიდან ისრაელის ავიაკომპანიები თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში ფრენებს განაახლებენ.

ერთთვიანი პაუზის შემდეგ ავიაკომპანია Isr Air-ი თელ-ავივი-თბილისის მიმართულებით სექტემბერში ოთხ, ხოლო ბათუმის მიმართულებით შვიდ რეგულარულ რეისს შეასრულებს.

ასევე, ავიაკომპანია Arkia ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენებს სექტემბრიდან განაახლებს. თელ-ავივი - ბათუმის მიმართულებით ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს ოქტომბრის ბოლომდე განახორციელებს.

ისრაელის ავიაკომპანიებმა ფრენები თბილისსა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში ივლისის ბოლოს, ისრაელის მთავრობის მიერ საქართველოს „წითელი“ ქვეყნების სიაში შეყვანის საფუძველზე შეაჩერეს.

ინფორმაციისთვის, TAV Georgia, Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა, რომლის მოღვაწეობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება. საქართველოში განხორციელებული 220 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, 2007 წელს ექსპლოატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. 2016-17 წლებში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად კი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არსებული ასაფრენ დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და ახალი მოფრენის ტერმინალის მშენებლობა მოხერხდა.