მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელის მოქალაქეებმა, რომლებიც უკრაინაში სწავლობენ, შესაძლოა საქართველოში გადმოინაცვლონ

623acf0698eee
მარიამ იზორია
23.03.22 11:49
530
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ისრაელის დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი გენერალური დირექტორი ნისიმ ბენ შიტრიტი ხელმძღვანელობდა. შეხვედრას ისრაელის ელჩი საქართველოში რან გიდორიც ესწრებოდა.

მხარეებმა უკრაინიდან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში იმ სტუდენტების მობილობის დეტალები განიხილეს, რომლებიც ჯანდაცვის მიმართულებით სწავლობენ და უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების გამო სწავლას ვერ აგრძელებენ.

როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მხარდაჭერით ქართული მხარე ისრაელის მოქალაქე სტუდენტებს სწავლის საქართველოში გასაგრძელებლად ხელს შეუწყობს.

ისრაელის ელჩმა საქართველოში რან გიდორმა განაცხადა, რომ ამ ნაბიჯით – საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვის კუთხით, საქართველო რეგიონულ ჰაბად ყალიბდება.