მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელის მოქალაქეებს საქართველოში გამგზავრებაზე რაიმე შეზღუდვა არ აქვთ - ელჩის განმარტება

60b716e43bff5
თამთა ჯიჯავაძე
02.06.21 09:40
1268
"ისრაელის მოქალაქეებს საქართველოში გამგზავრებაზე რაიმე აკრძალვა ან შეზღუდვა არ აქვთ", - ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა რან გიდორმა Bm.ge-ს განუცხადა. ის გამოეხმაურა რამდენიმე დღის წინ ისრაელის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც ის საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში გამგზავრებასთან დაკავშირებით აფრთხილებს.

ელჩის განმარტებით, ეს იყო მთავრობის მიერ გავრცელებული გაფრთხილება, რომელსაც ხელისუფლება მოქალაქეებს სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარების შესაბამისად ავრცელებს.

„ისრაელის მთავრობა ვალდებულია, მოქალაქეები მსოფლიო მასშტაბით ყველა ქვეყანაში არსებულ კოვიდ-ვითარებასთან დაკაშირებით განახლებული ინფორმაციით უზრუნველყოს. აღნიშნული განახლებული ინფორმაცია დაფუძნებულია ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებზე, რომელსაც ცალკეული ქვეყნების მთავრობები აქვეყნებენ. ამ კუთხით ქვეყნების სია ყოველკვირეულად ნახლდება და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ეტაპობრივად გაუმჯობესებული ვითარება მომდევნო განახლებულ სიაში აისახება.

ჩვენ მოუთმენლად ველოდებით 2019 წლის პრეპანდემიური ვითარების სწრაფ აღდგენას, როდესაც საქართველოს 200 000-ზე მეტი ისრაელელი სტუმრობდა და როდესაც კვირაში 42 პირდაპირ ავიარეისზე ნაკლები არ სრულდებოდა“, - განუცხადა bm.ge-ს ისრაელის ელჩმა რან გიდორმა.

მისივე თქმით, ამჟამად საქართველოსა და ისრაელს შორის ყოველდღიურად 3-5 ავიარეისი სრულდება, აპრილში კი ისრაელმა საქართველოში უცხოელი ტურისტების რაოდენობის კუთხით თურქეთის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა.