14.მაისი .2020 00:34

ისრაელის მთავრობა საქართველოსთვის უსაფრთხო სტატუსის მინიჭებას განიხილავს – ელჩი

views 503
უკან

ისრაელის მთავრობა საქართველოსთვის უსაფრთხო სტატუსის მინიჭებას განიხილავს, – ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

მისი თქმით, ისრაელის ყველაზე მაღალრეიტინგულმა ტელევიზიამ დაასახელა ქვეყნები, რომლებზეც ისრაელი მოგზაურობისთვის უსაფრთხო სტატუსის მინიჭებას განიხილავს. სულ 8 ქვეყანაა.

„საქართველოს ამ სიაში ყოფნა, უდაოდ, ჩვენი ეპიდემიოლოგების, ექიმების, მთავრობის და ყველაზე მთავარი - ჩვენი საზოგადოების მაღალი თვითშეგნების დამსახურებაა! ასე გავაგრძელოთ ერთობით და ერთსულოვნებით და სხვა ბევრ კარგ შედეგს მივაღწევთ ჩვენი ქვეყნისთვის“, – წერს ელჩი.