მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელის ოპოზიცია კოალიციური მთავრობის შექმნაზე შეთანხმდა - დასრულდება თუ არა ნეთანიაჰუს მმართველობა?

60b8b73299455
ნათია თაქთაქიშვილი
03.06.21 15:18
586
ისრაელის ოპოზიციური პარტიები კოალიციური მთავრობის შექმნაზე შეთანხმდნენ, რაც ქვეყნის პრემიერ მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს 12 წლიან მართველობას დაასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ოპოზიციის მიერ მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ბენიამინ ნეთანიაჰუს აღნიშნულ პოზიციაზე ნაფტალი ბენეტი, ისრაელის მემარჯვენე პარტიის, "იამინას“ ლიდერი ჩაანაცვლებს, შემდეგ კი, ის პოსტს იაირ ლაპიდს, ისრაელის ოპოზიციური პარტიის „იეშ ატიდის“ დაუთმობს.

აღსანიშნავია, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუმ კოალიციის შეთანხმებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი უკვე გააკეთა და ქნესეთის (ისრაელის პარლამენტის) წევრებს მოუწოდა, რომ „ახლად შექმნილ კოალიციას მხარი არ დაუჭირონ“.

კენჭისყრა, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის შემდეგ ჩატარდება, ამიტომ ახლადშექმნილი კოალიცია ჯერ კიდევ საფრთხის წინაშეა, რადგან კოალიციას ამ ეტაპზე პარლამენტის წევრების მხარდაჭერა ესაჭიროება.