მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელის პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს კორუფციასა და მექრთამეობაში ბრალი წაუყენეს

5dd6c25bd7313
BM.GE
21.11.19 20:56
1878
ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა მექრთამეობის, თაღლითობისა და თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით ბრალი წაუყენა. კერძოდ, ნეთანიაჰუ ბრალდებულია მდიდარი ბიზნესმენებისგან საჩუქრების მიღებაში. პრემიერი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ იგი მისი ოპონენტებისა და მედიის მხრიდან თავდასხმის მსხვერპლია. მისივე თქმით, ის არ აპირებს გადადგომას და არ არის ვალდებული ასე მოიქცეს.

აღსანიშნავია, რომ ისრაელში პოლიტიკური კრიზისია. აპრილსა და სექტემბერში ჩატარებული არჩევნების შედეგად უმრავლესობის მოპოვება ვერავინ შეძლო. ამასთან, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვერ მოახერხა სამთავრობო კოალიციის ფორმირება სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთად.