ისრაელის საელჩო მადლობას უხდის BMG-ის ელჩთან, რან გიდორთან პროფესიონალური ინტერვიუსთვის, რომელიც გუშინ, 24 თებერვალს „საქმიანი დილის“ პირდაპირ ეთერში შედგა - წერილობითი კომენტარი ისრაელის საელჩომ BMG-ის დღეს გამოუგზავნა.
ამავე კომენტარში აღნიშნულია, რომ „სამწუხაროდ, ზოგიერთმა დაინტერესებლმა მხარემ ორიგინალი ინტერვიუს მხოლოდ მცირე ნაწილი კონტექსტიდან ამოჭრა და კონტექსტის იგნორირებით და შემოკლებული თარგმანით, შინაარსს სხვა ინტერპრეტაცია მიანიჭა.
„ისრაელი საქართველოში შექმნილ მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისში არავის მხარეს არ იჭერს. ისრაელის საელჩო უერთდება საერთაშორისო თანამეგობრობას და იმედოვნებს, რომ სიტუაციის სწრაფი დე-ესკალაცია მოხდება და მოიძებნება ყველა მხარისთვის მისაღები კომპრომისი, რომელიც ყველა შესაბამის მხარეს შორის მშვიდობიან დიალოგს დაეფუძნება. ისრაელი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას კეთილდღეობისა და წარმატებისკენ მიმავალ გზაზე“, - აცხადებენ საელჩოში.
BMG-ისთვის გამოგზავნილ კომენტარამდე, ისრაელის საელჩომ ოფიციალურ გვერდზე შემდეგი განცხადება გაავრცელა:
„ისრაელის საელჩო წუხს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ისრაელის ელჩის რან გიდორის მიერ გუშინ მიცემული სატელევიზიო ინტერვიუდან ზოგიერთი წინადადება ამოიღეს კონტექსტიდან, არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინეს და გამოიყენეს პოლიტიკური მიზნებისთვის. გადაცემის დროს ელჩმა ნათლად აღნიშნა, რომ ისრაელი არ იჭერს რომელიმე მხარეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისში. ისრაელის საელჩო, საერთაშორისო საზოგადოების მსგავსად, გამოთქვამს იმედს, რომ უმოკლეს დროში მოხდება ამ კრიზისის დეესკალაცია და მშვიდობიანი დიალოგის გზით იმ კომპრომისის მოძებნა, რომელიც მისაღები იქნება ამ პროცეში ჩართული შესაბამისი მხარეებისთვის. ისრაელი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას კეთილდღეობისა და წარმატებისკენ მიმავალ გზაზე“.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში”
ივლისიდან დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია, დღეში 15 000-მდე ადამიანი უნდა აიცრას - გამყრელიძე
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა