მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელის საზღვრის დახურვით საქართველოს მეორე უმსხვილესი ტურისტული მიმართულება შეუჩერდა

60fd451f58a76
BM.GE
25.07.21 14:53
1031
რამდენიმე დღის წინ ისრაელის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველო "წითელი ზონის" ქვეყნებში შეეყვანა, რაც COVID-19-ის გავრცელების ახალ ტალღას უკავშირდება. შედეგად, ისრაელელი ვიზიტორებისთვის საქართველოში გამგზავრება ნებადართული აღარ იქნება (გამონაკლისი შემთხვევების გარდა).

ამ გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოსთვის მეორე უმსხვილესი ტურისტული მიმართულება შეჩრდა, რადგანაც ივნისის მდგომარეობით, ისრაელი ტურისტულ სტატისტიკაში თურქეთის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს. კერძოდ, ივნისის მდგომარეობით, ისრაელიდან საქართველოში 15,837 ვიზიტორი იმყოფებოდა.  

ივნისის მდგომარეობით, საქართველოსთვის ტოპ 10 ტურისტული ქვეყანა ასე ნაწილდებოდა:

1. თურქეთი - 29,606 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 87,0%
2. ისრაელი - 15,837 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 3432%
3. უკრაინა - 15,493 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 1324%
4. რუსეთი - 14,967 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 332%
5. სომხეთი - 13,342 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 68,7%
6. საქართველო (არარეზიდენტი) - 10,863 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 372,5%
7. ყაზახეთი - 7,328 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 1374,4%
8. აზერბაიჯანი - 6,900 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 92,2%
9. საუდის არაბეთი - 6,046 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან
10. ბელარუსი - 3,809 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 381,5%

საქართველოში ისრაელის საელჩოს ცნობით, აღნიშნული სტატუსის გადახედვა ყოველკვირეულად მოხდება და საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში, შესაბამისი შეზღუდვები შემცირდება, ან მოიხსნება.

შეგახსენებთ, რომ 16 ივლისს ისრაელმა საქართველო თურქეთთან, ბრიტანეთთან და კვიპროსთან ერთად იმ ქვეყნების ჩამონათვალში შეიყვანა, საიდანაც დაბრუნებულ მოქალაქეებს ერთკვირიანი თვითიზოლაციის გავლა მოუწევთ.