მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელმა 2022 წლისთვის Pfizer-ისგან და Moderna-სგან მილიონობით ვაქცინა შეიძინა

6080303f3a270
ნათია თაქთაქიშვილი
21.04.21 18:12
1558
ისრაელმა კორონავირუსის ვაქცინის წამყვან მწარმოებელ კომპანიებთან - Pfizer-თან დ Moderna-სთან ახალი კონტრაქტი გააფორმა და 2022 წლისთვის მილიონობით დამატებითი დოზა ვაქცინა შეიძინა. ინფორმაციას The Jerusalem Post-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ახალი ხელშეკრულების მიხედვით, ისრაელმა კორონავირუსის პანდემიის მართვა, ვაქცინების მეშვეობით, მინიმუმ 2022 წლის ბოლომდე უნდა შეძლოს.

გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელი 2022 წელს Pfizer-სგან ვირუსის დამატებით 18 მილიონ დოზას მიიღებს, Moderna-სგან კი - შვიდ მილიონს.

„ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან მალე ჩვენ საკმარისზე მეტი ვაქცინა გვექნება, მოზარდებისთვისაც და ბავშვებისთვისაც. ისრაელი კორონავირუსთან ბრძოლაში მოწინავე ხაზზე იქნება“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

აღსანიშნავია, რომ ისრაელმა მოსახლეობის 55% უკვე აცრა და ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე 10 მილიონი დოზა გამოიყენა. ამასთან, 4.9 მილიონმა მოქალაქემ კორონავირუსის აცრის ორივე დოზა მიიღო.