მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელმა 5-დან 11 წლამდე ბავშვების COVID-ზე ვაქცინაცია დაიწყო

619cf2f94e0fa
ნათია თაქთაქიშვილი
23.11.21 18:10
656
ისრაელში ხუთიდან 5-იდან 11 წლამდე ასაკის ბავშვების კორონავირუსზე ვაქცინაცია დაიწყო. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ბოლო ორი კვირაა, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები იზრდება და რამდენიმე დღეში გამოვლენილი შემთხვევების ნახევარი 11 წელს ქვემოთ ასაკის ბავშვებზე მოდის.

აღსანიშნავია, რომ ისრაელის 9,4-მილიონიანი მოსახლეობიდან 1,2 მილიონს 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვები შეადგენენ.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ნოემბრის სტატისტიკით ამ ასაკობრივ ჯგუფზე ინფიცირების შემთხვევებმა მესამედზე მეტი შეადგინა.

შეგახსენებთ, ისრაელს კორონავირუსის პანდემიის მეოთხე ტალღა ივნისში დაიწყო და სექტემბერამდე გაგრძელდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ისრაელში კორონავირუსით ინფიცირების 1,3 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 8 000-ზე მეტი ადამიანი. აღსანიშნია, რომ ისრაელის მოსახლეობის, დაახლოებით, 57% სრულად არის აცრილი.