მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მოაწერა ხელი

62974f6a4b1ec
გიორგი თოლორდავა
01.06.22 20:00
776
ისრაელის მთავრობამ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომელიც არაბულ სახელმწიფოებთან გაფორმებული პირველი დიდი შეთანხმებაა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

დოკუმენტს ხელი ისრაელის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრმა, ორნა ბარბივაიმ და UAE-ის ეკონომიკის მინისტრმა, აბდულა ბინ ტუქ ალ-მარიმ მოაწერეს. შეთანხმების ფარგლებში, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში დაგეგმილია სავაჭრო ბრუნვის, დაახლოებით, 10 მილიარდი დოლარით გაზრდა.

ისტორიული შეთანხმების წინაპირობა 2020 წლის „აბრაამის“ მოლაპარაკებები იყო, რომელიც აშშ-ის აქტიური ჩართულობით წარიმართა და ისრაელის მეზობელ არაბულ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავდა მიზნად.

"ეს ახალი თავია ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში. ჩვენი შეთანხმება დააჩქარებს ეკონომიკურ ზრდას, შექმნის სამუშაო ადგილებს და ხელს შეუწყობს მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის ახალ ეპოქას მთელ რეგიონში“, - განაცხადა საამიროების ვაჭრობის მინისტრმა ტანი ალ ზეიოუდმა.