15.ნოემბერი .2021 21:20

ისრაელმა რუსული ვაქცინა Sputnik-ით აცრილთა ქვეყანაში მიღება 1 დეკემბრამდე გადადო

ისრაელმა რუსული ვაქცინა Sputnik-ით აცრილთა ქვეყანაში მიღება 1 დეკემბრამდე გადადო
views 905
უკან

ისრაელის ტურიზმის სამინისტროს ცნობით, ქვეყანა რუსული Sputnik-ით ვაქცინირებულთა მიღებას 1 დეკემბრიდან დაიწყებს, ნაცვლად ადრე გაცხადებული 15 ნოემბრისა. ამის შესახებ ინფორმაციას Jerusalem Post-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ისრაელის ტურიზმის სააგენტოს განმარტებით, თარიღის გადაწევა „სამართლებრივმა და ტექნოლოგიურმა სირთულეებმა გამოიწვია, შესაბამისად რუსული ვაქცინით აცრილი ტურისტები ქვეყანაში 1 დეკემბრიდან დაიშვებიან“.

შეგახსენებთ, რომ ისრაელმა ტურისტების მიღება 1 ნოემბრიდან დაიწყო - პირველ ეტაპზე მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან. მეორე ეტაპზე ისრაელი უკვე განიხილავს ტურისტების მიღებას აშშ-დან, ხოლო 21 ნოემბრიდან ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს იმედი აქვს, რომ ყველა ვაქცინირებული ტურისტის მიღებას შეძლებს გარდა იმ ქვეყნებისა, საიდანაც ისრაელში მოსახვედრად ვიზაა საჭირო.