მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელმა საქართველო ე.წ. "წითელი ქვეყნების სიიდან" ამოიღო

6124b034e4f9b
BM.GE
24.08.21 12:35
3762
საქართველოში ისრაელის საელჩოს ინფორმაციით, ისრაელმა საქართველო ეპიდვითარების გათვალისწინებით ე.წ. წითელი ქვეყნების სიიდან “ნარინჯისფერი” ქვეყნების ჯგუფში გადაიყვანა.

ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, მათი მოქალაქეები კვლავ შეძლებენ საქართველოში მოგზაურობას, თუმცა სამშობლოში დაბრუნების შემდეგ თვითიზოლაციას ან კარანტინს დაექვემდებარებიან.

“მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ გუშინ ისრაელის მთავრობამ საქართველო “წითელი” ქვეყნების ჯგუფიდან “ნარინჯისფერ” ქვეყნებში გადაიყვანა. რაც იმას ნიშნავს, რომ ისრაელელ ტურისტებს კვლავ შეუძლიათ ამ ულამაზეს ქვეყანაში სტუმრობა, ხოლო დაბრუნებისას ისინი დაექვემდებარებიან თვითიზოლაციას (ან კარანტინს). აღნიშნული გადაწყვეტილება, საქართველოს ახალ კატეგორიაში გადაყვანის თაობაზე, ძალაში შედის 1 სექტემბრიდან”- ნათქვამია საელჩოს გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, ისრაელმა საქართველოს ე.წ. წითელი ქვეყნის სტატუსი 23 ივლისს მიანიჭა. მოქალაქეებს კი  საქართველოში მოგზაურობა 30 ივლისიდან აუკრძალა.