მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელმა საქართველო იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, საიდანაც დაბრუნებულ მოქალაქეებს თვითიზოლაცია აღარ მოუწევთ

5f362d35c9fb2
თამთა ჯიჯავაძე
14.08.20 10:16
1402
ისრაელმა საქართველო იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, საიდანაც დაბრუნებულ ისრაელის მოქალაქეებს თვითიზოლაციის ვალდებულება აღარ ექნებათ. ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა გამოცემა globes.co.il-მა გაავრცელა.

გამოცემის ცნობით, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ამ ქვეყნების სიაში საქართველოსთან ერთად არიან დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ჰონგ-კონგი, იორდანია, ლატვია, ლიეტუვა, ახალი ზელანდია, ესტონეთი, კანადა, რუანდა, დანია, სლოვენია და ავსტრია.

გარდა ამისა, ე.წ „მწვანე ქვეყნების“ სიაში არიან ბულგარეთი, საბერძნეთი და ხორვატიაც.

როგორც ცნობილია, ტრანსპორტის მინისტრის ცნობით, ისრაელი საჰაერო მიმოსვლის აღდგენას 16 აგვისტოდან აპირებს. თუმცა, ეს არ შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.