მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელს ახალი პრემიერი ჰყავს

62beabda8d576
მარიამ ვარადაშვილი
01.07.22 12:11
2158

იაირ ლაპიდი ისრაელის პრემიერ-მინისტრი გახდა. მას ნაფტალი ბენეტის მინისტრთა კაბინეტში საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა, ხოლო ახლა გარდამავალი პრემიერ-მინისტრი იქნება.

ლაპიდი, ცენტრისტული პარტიის ლიდერია და არჩევნებამდე ანუ პირველ ნოემბრამდე ქვეყანას უხელმძღვანელებს. გარდამავალი პრემიერის დანიშვნის აუცილებლობა გასულ კვირას ბენეტის კოალიციის დაშლას მოჰყვა. 

როგორც BBC წერს, ლაპიდისთვის მთავარი გამოწვევა ყოფილი პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუა, რომელმაც პირობა დადო, რომ ძალაუფლებაში დაბრუნდება.

იაირ ლაპიდს პრემიერად დანიშვნა უკვე მიულოცა აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.