მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ბათუმის ე.წ. მეორად ბინებზე მოთხოვნა გაიზარდა“ – Recov.ge

611e526dadba7
თათია ჩაფიჩაძე
20.08.21 08:39
1686
Colliers International-ის მიერ შექმნილ უძრავი ქონების ბაზრის ვებგვერდ Recov.ge-ის განახლებული მონაცემების მიხედვით, ივლისში ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის ზომა შემცირდა. კლებამ 2019წელთან შედარებით 11% შეადგინა.

ბათუმში, 2021 წლის ივლისში 1 154 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 11%-ით ნაკლებია. რაც შეეხება ბაზრის ზომას, 18%-იანი კლება დაფიქსირდა და მოცულობამ 47 მლნ დოლარი შეადგინა.

ბინების ტიპის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში ბათუმში ახალაშენებულ პროექტებში 1 023 ტრანზაქცია ფიქსირდება, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12%-ით ნაკლებია.

თბილისის მსგავსად მოთხოვნა ბათუმის ე.წ. მეორად ბინებზეც გაიზარდა. კერძოდ, recov.ge-ს განახლებული მონაცმეებით, ძველ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა 2019 წლის ივლისთან შედარებით 5%-ით მეტია.

გასულ თვეში ახალაშენებული ბინების ბაზრის ზომა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19%-ით შემცირდა. რაც შეეხება ძველი ბინების ბაზრის ზომას, მაჩვენებელი 3%-ით, 5.1 მლნ დოლარამდე შემცირდა. ახალაშენებული ბინების ეკონომ სეგმენტი 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 39%-ით გაიზარდა. მედიუმ სეგმენტში ტრანზაქციების რაოდენობა 56%-ით შემცირდა, ხოლო პრემიუმ სეგმენტში ტრანზაქციების რიცხვი 24%-ით შემცირდა და 202 ერთეული შეადგინა.