მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი კვირიკაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს პასუხობს

62cd5163ce233
BM.GE
12.07.22 14:48
21584
ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დღეს გამოქვეყნებულ განცხადებას პასუხობს. ის აღნიშნავს, რომ პრემიერის მიერ დღეს გაკეთებული განცხადება ისტორიის დამახინჯებას წარმოადგენს. ამასთანავე, გიორგი კვირიკაშვილისთვის გაუგებარია თუ რის გამო დასჭირდა ირაკლი ღარიბაშვილს დღეს ამ შინაარსის განცხადების გაკეთება. გიორგი კვირიკაშვილი პრემიერის წერილს "tv პირველთან" გამოეხმაურა. მოგვიანებით, იგივე შინაარსის წერილობითი შეტყობინება მან BMG-ს გაუგზავნა.

"ვრცლად შეიძლებოდა 2011 წლის ამბების მოყოლა, მაგრამ ამჯერად მოკლედ გიპასუხებთ: წერილში მოტანილი ,,ქართუდან" წასვლის ეპიზოდის ინტერპრეტაცია არ შეესაბამება სინამდვილეს და ჩემთვის გაუგებარია, რა მიზანს ემსახურებოდა ამ ისტორიის დამახინჯება. ამ ეტაპზე ამ კომენტარით შემოვიფარგლები" - აცახდებს გიორგი კვირიკაშვილი. 

ირაკლი ღარიბაშვილის წერილში გიორგი კვირიკაშვილის შესახებ ნათქვამია, რომ მან "ზეწოლას ვერ გაუძლო" და ამიტომ "ქართუ" დატოვა.

"იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ზეწოლას ვერ გაუძლეს და არა მხოლოდ ბრძოლაში ვერ ჩაერთნენ, არამედ ,,ქართუც“ კი დატოვეს, ხოლო ზოგიერთი ქვეყნიდანაც კი წავიდა. თუმცა, კადრების დეფიციტის გამო, რამდენიმე მათგანს, - მაგალითად, გიორგი კვირიკაშვილსა და დიმიტრი ქუმსიშვილს, - ბიძინა ივანიშვილმა პროფესიონალიზმი მაინც დაუფასა და 2012 წელს ისინი ახალ მთავრობაშიც კი მიიწვია. 2011-12 წლებში „ქართუს“ დატოვებისთვის ვერავინ ვერავის გაამტყუნებს, ისეთი მასშტაბის ზეწოლის გამოვლა მოუწია თითოეულ ჩვენგანს. როგორც საზოგადოებას კარგად მოეხსენება, პოლიტიკურ პროცესებში ჩართვისთანავე, ჩემი სიმამრი დაიჭირეს და შემომითვალეს, რომ მას მხოლოდ პოლიტიკიდან ჩემი გასვლისა და ბიძინა ივანიშვილის გუნდის დატოვების შემთხვევაში გაათავისუფლებდნენ," - ნათქვამია წერილში.