მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელში 60+ ასაკის ადამიანების ჰოსპიტალიზაციის 60%-ით შემცირება შეიმჩნევა ვაქცინაციიდან სამ კვირაში

600f1910d823b
თამთა ჯიჯავაძე
25.01.21 23:14
641
ისრაელში 60-ზე მეტი ასაკის ადამიანების ჰოსპიტალიზაციის 60%-ით შემცირება შეიმჩნევა მას შემდეგ, რაც სამი კვირის წინ კორონავირუსის ვაქცინის პირველი დოზა მოწყვლად ჯგუფებს გაუკეთეს. ამის შესახებ ებრაული მედია წერს.

როგორც ადგილობრივი ჯანდაცვის უწყება იტყობინება, საავადმყოფოებში ვაქცინაციის დაწყებიდან მე-18 დღეს პაციენტების განთავსების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა, ხოლო 23-ე დღეს, ანუ ვაქცინის მეორე დოზის გაკეთებიდან ორ დღეში, 60 წელზე მეტი ასაკის ადამიანების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელმა დაახლოებით 60%-ით დაიკლო.

ებრაული მედია წერს, რომ შესაძლოა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლების შემცირების მიზეზი ახალაცრილი ადამიანების მიერ ლოქდაუნის წესების გათვალისწინება იყოს.

შეგახსენებთ, ისრაელი COVID-19-ზე აცრილთა რაოდენობით მსოფლიო ლიდერია. 12 წელს ზევით მოზარდების კოვიდზე ვაქცინაციას და ეკონომიკის გახსნას ქვეყანა მარტის შუა რიცხვებიდან განიხილავს.