09.მარტი .2020 22:48

ისრაელში ჩასულ ყველა პირს 14-დღიანი კარანტინი მოუწევს

views 1635
უკან

ყველა ვინც ისრაელში ჩავა 14-დღიან თვით-კარანტინში მოუწევს ყოფნა. როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, მთავრობამ შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიიღო.

„რთული დისკუსიების შემდეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება - ყველა, ვინც საზღვარგარეთიდან ისრაელში ჩამოვა, 14 დღით კარანტინში განთავსდება“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, აღნიშნული ზომა ისრაელის მოქალაქეებზე დაუყოვნებლივ ამოქმედდება. უცხოელებისთვის კი ის ძალაში ხუთშაბათიდან შევა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ისრაელში ამდრომდე კორონავირუსით დაინფიცირების 42 შემთხვევა გამოვლინდა.