მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

5f61df6a2b55c
ნათია თაქთაქიშვილი
16.09.20 13:45
571
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალ დღიურ მაჩვენებელზე აცხადებს. სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 5,523 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და წინა დღესთან შედარებით ინფიცირებულთა რაოდენობა 10%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენჯამინ ნეთანიაჰუმ გადაწყვეტილება მიიღო,  საგანმანათლებლო დაწესებულებები დაანონსებულზე ერთი დღით ადრე დახუროს და სოციალური დისტანცირების ნორმების დაცვასთან და ნიღბების გამოყენებასთან დაკავშირებით განკარგულება გასცა.

CNN წერს, რომ ისრაელის ყოფილი ჯანდაცვის ხელმძღვანელი, რომელიც ცოტა ხნის წინ გადადგა დაკავებული თანამდებობიდან, ადგილობრივ ხელისუფლებას სკოლების ნაადრევი გახსნისთვის აკრიტიკებდა, რადგან ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის აზრით, ისრაელში გაზრდილი კორონავირუსის ახალი შემთხვევები სწორედ საგანმანათლებლო დაწესებულების გახსნას უკავშირდებოდა.

შეგახსენებთ, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მიმდინარე კვირის პარასკევიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა უკვე მეორეჯერ, სამი კვირით გამოცხადდება.