მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ახლგაზრდებზე მოდის

60eef8a51b20a
ნათია თაქთაქიშვილი
14.07.21 19:11
946
ანალიტიკური პლატფორმა Statista წერს, რომ ივლისის მონაცმებით, კორონვირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების უმეტესობა 10-19 წლამდე ასაკობრივ ჯგუფზე მოდის და თუკი აქამდე ინფიცირების რისკ-ჯგუფად ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობა განიხილებოდა, მაჟამად საფრთხე ახალგაზრდა თაობას ემუქრება.

ანალიტიკური პლატფორმის ცნობით, ისრაელის მოსახლეობის 60%-ია სრულად ვაქცინირებული და შესაბამისად, "დელტა" შტამმა, რომელიც  ქვეყანაში უმეტესად ცირკულირებს, შედარებით ახალგაზრდა აუცრელ ასაკობრივ ჯგუფზე გადმოინაცვლა.

ისრაელის ჯანდაცვის მინისტრ ნითზან ჰორვითზის განცხადებით, მოსახლეობის ყველა აცრილ მოქალაქეს გაუკეთდება ვაქცინის ეგრეთ წოდებული „ბუსტერ“ დოზა.

კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები პროცენტულად ასე ნაწილდება:

ინფიცირების შემთხვევების 39.6% - 10-იდან 19-წლმადე ასაკობრივ ჯგუფზე მოდის;
ინფიცირების შემთხვევების 11.8% - 0-9 წლამდე ასაკობრივ ჯგუფზე მოდის;
ინფიცირების შემთხვევების 11.4% - 40-49 წლამდე ასაკობრივ ჯგუფზე მოდის;
ინფიცირების შემთხვევების 8.5% - 20-29 წლამდე ასაკობრივ ჯგუფზე მოდის;
ინფიცირების შემთხვევების 8.2% - 50-59 წლამდე ასაკობრივ ჯგუფზე მოდის;
ინფიცირების შემთხვევების 8% - 60-69 წლამდე ასაკობრივ ჯგუფზე მოდის;
ინფიცირების შემთხვევების 6.8% - 30-39 წლამდე ასაკობრივ ჯგუფზე მოდის;
ინფიცირების შემთხვევების 4.6% - 70-79 წლამდე ასაკობრივ ჯგუფზე მოდის;
ინფიცირების შემთხვევების 1% - 80-89 წლამდე ასაკობრივ ჯგუფზე მოდის.