ისრაელში საქართველოს საელჩო საკუთარი მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, მიმდინარე წლის 25 სექტემბრის 14:00 სთ-დან, ისრაელი საყოველთაო კარანტინის რეჟიმზე გადადის. რეგულაციები 11 ოქტომბრამდე რჩება ძალაში.
"ეკონომიკური საქმიანობა სრულად შეიზღუდება, გამონაკლისს წარმოადგენს სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ორგანიზაციები, როგორიც არის: საფინანსო და ენერგეტიკული სექტორი, სოციალური მომსახურეობა, წარმოება და პროდუქტების მიწოდება, კავშირგაბმულობა, მედიცინა, მშენებლობა, ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი და პორტი, დასუფთავების სამსახური.
„იომ ქიფურის“ დღესასწაულის პერიოდში 27-28 სექტემბერს მზის ჩასვლამდე მანქანით გადაადგილება აიკრძალება. ამავე პერიოდში დაიხურება ყველა სავაჭრო ობიექტი, მათ შორის-აფთიაქები.
ასევე, შეგახსენებთ, რომ ძალაში რჩება ადრე დამტკიცებული შეზღუდვები", – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ისრაელში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ის 1,642 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 10 ადამიანი. აღსანიშნავია, რომ ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ისრაელში კორონავირუსით 206,332 ადამიანი დაინფიცირდა და 1,335 გარდაიცვალა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა