მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეკემბერში საქართველოს საფონდო ბირჟის დღიური ბრუნვა 296 ლარამდე გაიზარდა

63b43d4fc0161
გიორგი თოლორდავა
03.01.23 19:34
742
საქართველოს საფონდო ბირჟაზე ზრდის ტენდენცია ფიქსირდება, კერძოდ, დეკემბრის თვეში ბირჟაზე ექვსი გარიგება შედგა, რომელთა საერთო მოცულობა 6,520 ლარს შეადგენდა.

ექვსივე ტრანზაქცია „ლიბერთი ბანკს“ უკავშირდება, დღიური საშუალო ბრუნვის მოცულობა კი 296 ლარამდეა გაზრდილი, ნაცვლად ნოემბერში დაფიქსირებული 7.5 ლარისა.

საერთო ჯამში, 2022 წელს საქართველოს საფონდო ბირჟაზე 34 გარიგება შედგა, რომელთა საერთო მოცულობა 6.6 მილიონ ლარს აღწევს.

GSE ერთადერთი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარია საქართველოში, სადაც 23 კომპანიის ფასიანი ქაღალდია განთავსებული. მათი საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია 748 მილიონ დოლარს შეადგენს.