მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვიკვლევთ რეინფიცირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას“ - ჯანდაცვის მინისტრი

5fbe4648c1d90
ვიქტორია მღებრიშვილი
25.11.20 17:00
832
„ამ ეტაპისთვის მხოლოდ ვიკვლევთ რეინფიცირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ქვეყანაში დაფიქსირებულ რეინფიცირების შემთხვევებს შეეხებოდა.

„გარკვეული შედეგებისა და ინფორმაციის მიღების შემდეგ გავაკეთებთ განცხადებას“, - თქვა მინისტრმა.

კითხვაზე - არსებობს თუ არა რეინფიციფრების შემთხვევები, მინისტრმა განაცხადა, რომ ეს არ არის დადასტურებული და ამიტომ საჭიროა, გარკვეული დრო, რომ ამაზე სწორი პასუხი ჰქონდეთ.