მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისტორიაში პირველად - ბიტკოინის ღირებულება 50,000 დოლარს ასცდა

602bc485e4e08
შოთა ტყეშელაშვილი
16.02.21 17:11
995
დღეს პირველად ბიტკოინის ღირებულება $50,000 დოლარს ასცდა, 2021 წლის პირველი იანვრის შემდგომ კი ბიტკოინის ღირებულება 73%-ით არის გაზრდილი.

კრიპტოვალუტის მიმართ ინვესტორთა ინტერესი განსაკუთრებული ტემპით იზრდება, რასაც ხელს უწყობს Tesla-ს მიერ ერთი კვირის წინ განხორციელებული ინვესტიცია, რაც $1.5 მილიარდი დოლარის ბიტკოინში დაბანდებას წარმოადგენდა.

მას შემდეგ ბიტკოინის ღირებულება თითქმის 20%-ით გაიზარდა. 

რეკორდული ზრდის მიუხედავად, კრიპტოვალუტა კვლავ მაღალი მერყეობით გამოირჩევა, რის გამოც მასში ინვესტირება დიდ რისკებთან არის დაკავშირებული.