ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი უოლ-სტრიტის ყურადღების ცენტრშია - ისტორიაში პირველად, Facebook-ის მშობელი კომპანიის Meta Platforms-ის კვარტალური შემოსავლები შემცირდა.
ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში კომპანიამ 28.8 მილიარდი დოლარის შემოსავლის მიღება შეძლო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის $29.1-მილიარდიან მაჩვენებელზე 1%-ით ნაკლებია.
რაც შეეხება სოციალური ქსელის მომხმარებელთა რაოდენობას, Facebook-ის ძირითადმა ბაზამ 2.93 მილიარდი უნიკალური ანგარიში შეადგინა, ხოლო აქტიურ მომხმარებელთა რაოდენობა 1.97 მილიარდამდე გაიზარდა, რაც მნიშვნელოვნად აჭარბებს ანალიტიკოსთა პროგნოზს.
Meta-ს ოფიციალური წარმომადგენლობის განმარტებით, შემოსავლების შემცირების განმაპირობებელი ძირითადი მიზეზი გლობალური ეკონომიკური ვითარების გაუარესება და ზედმეტად გამყარებული ამერიკული დოლარია. საგულისხმოა, რომ კვარტალური შედეგების გაუარესების მიზეზად აღნიშნულ ფაქტორებს ასახელებენ სხვა მსხვილი ამერიკული კომპანიებიც.
ექსპერტების შეფასებით, Meta-ს მთავარი გამოწვევა კონკურენტი პლატფორმის TikTok-ის გაძლიერებაა, რომელიც ამჟამად მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდი სოციალური ქსელია, რომელშიც მომხმარებელი უჩვეულოდ დიდ დროს ატარებს.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ Meta-ს მფლობელობაში არსებული მესიჯინგ პლატფორმა WhatsApp ისევ წამგებიან პროექტად რჩება, რომლის კომერციალიზაციის რეალური სტრატეგია კომპანიას ჯერაც არ აქვს; Instagram-ის მიმართ კი კრიტიკა ყოველდღიურად იზრდება, რაც სოციალური ქსელის ალგორითმის ცვლილებითა და აშკარად შესამჩნევი „ტიკტოკიფიკაციის“ პოლიტიკითაა განპირობებული.
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ Meta-ს მთავარი პროექტი - მეტავერსი ჯერაც განვითარების საწყის ეტაპზეა და მის კომერციალიზაციაზე საუბარი უახლოეს მომავალში აზრს მოკლებულია. საგულისხმოა, რომ მეტავერსის დეპარტამენტის გამო მეორე კვარტალში კომპანიამ 2.81 მილიარდი დოლარით იზარალა.
Meta-ს დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, მარკ ცუკერბერგის განცხადებით, ეკონომიკური ვითარების გაუარესების ფონზე, კომპანიის კვარტალური პროგნოზები შემცირებულია და გაფართოების სტრატეგიაც, სავარაუდოდ, რამდენიმე თვით ან წლით გადაიწევს.
„ეს რთული ვითარება ინტენსიურ მუშაობას მოითხოვს, ნაკლები რესურსებით უფრო მეტის გაკეთება მოგვიწევს“, - ასე გამოეხმაურა ცუკერბერგი ახალი ვაკანსიების გამოცხადებისა და თანამშრომელთა რაოდენობის ზრდის საკითხს.
იმედგამაცრუებელი კვარტალური შედეგები, ბუნებრივია, ინვესტორებმა და ტრეიდერებმა ნეგატიურად მიიღეს, საფონდო ბირჟის ოფიციალურად გახსნამდე Meta-ს აქციების ღირებულება თითქმის 5%-ითაა შემცირებული. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია კი ამჟამად 459 მილიარდ დოლარს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ გასული წლის სექტემბერში აღნიშნული მაჩვენებელი $1-ტრილიონიან ნიშნულს აღწევდა.
საქართველოს ბანკის მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Meta, Berskhire Hathaway და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი