2022 წლის პირველ კვარტალში სტრიმინგ-სერვისების უმსხვილეს პლატფორმას უაღრესად არასახარბიელო შედეგები ჰქონდა - გუშინ გამოქვეყნებული ფინანსური შედეგებიდან ირკვევა, რომ ისტორიაში პირველად Netflix-ის გამომწერების საერთო რაოდენობა არ გაზრდილა და გასული კვარტალი 200,000-იანი დანაკარგით დასრულდა.
იმედგამაცრუებელი შედეგების გასაჯაროებას ამერიკულ საფონდო ბირჟებზე კომპანიის აქციების მკვეთრი ვარდნა მოჰყვა, უოლ-სტრიტზე ოფიციალური სავაჭრო სესიის დასრულების მიუხედავად, Netflix-ის აქციების ღირებულება თითქმის 25%-ით შემცირდა.
კომპანიის განმარტებით, მომხმარებლის რაოდენობის შემცირების ძირითადი მიზეზი სტრიმინგ-სერვისების სექტორში კონკურენტების (Amazon Prime Video, Disney+, Apple TV Plus, HBO Max, Hulu) გააქტიურებაა - გამომწერთა ნაწილი ექსკლუზიური ფილმების, სერიალებისა და გადაცემების გამო, Netflix-ის ნაცვლად, ზემოაღნიშნულ პლატფორმებს ირჩევს. მომხმარებლის საერთო რაოდენობის შემცირების მიზეზად კომპანია რუსეთ-უკრაინის ომსაც ასახელებს, მხოლოდ რუსეთის ბაზრიდან გასვლით Netflix-მა 700,000-მდე გამომწერი დაკარგა.
Netflix-ის წინაშე მდგარ კიდევ ერთ პრობლემად კომპანიის წარმომადგენლობა ანგარიშების გაზიარების პრაქტიკას ასახელებს. საგულისხმოა, რომ კომპანია აღნიშნული პრობლემის გადაჭრას და პაროლების გაზიარების შემზღუდავი მექანიზმის შექმნას გეგმავს. Netflix-ის ვარაუდით, ანგარიშების გაზიარების მეთოდით 100 მილიონამდე მომხმარებელი სარგებლობს - მათთვის გაწეული სერვისების სანაცვლოდ კი, კომპანია შესაბამის სარგებელს ვერ იღებს.
ექსპერტების შეფასებით, სტრიმინგ-სერვისებთან მიმართებით გასათვალისწინებელია მსოფლიოს მასშტაბით COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების შემცირების და რეგულაციების გაუქმების ფაქტორები. მოსახლეობის დიდ ნაწილს აღარ უწევს სახლში იძულებით დარჩენა, რის გამოც სტრიმინგ და ონლაინ-გასართობ სერვისებზე მოთხოვნა იკლებს.
მოკლევადიან პერსპექტივაში, ტრეიდერებს არ აქვთ მოლოდინი, რომ Netflix-ის შემოსავლიანობა მკვეთრად გაიზრდება და კომპანიის წინაშე მდგარი ყველა პრობლემა მყისიერად გადაიჭრება.
გრძელვადიან პერსპექტივაში, ინვესტორთა ნაწილი მიიჩნევს, რომ კომპანიას ძლიერი ფუნდამენტური ფაქტორები და ზრდის პოტენციალი აქვს, რის გამოც ამჟამად დაფიქსირებული აქციების 25%-იანი შემცირება, შესაძლოა, საინტერესო შესაძლებლობად იქნეს განხილული.
საინვესტიციო შესაძლებლობა:
გასულ წელს საქართველოს ბანკმა Galt&Taggart-თან თანამშრომლობით შექმნა ინვესტირების სპეციალური პლატფორმა, რომელიც მობილბანკითაა ხელმისაწვდომი და მომხმარებელს ამერიკულ საფონდო ბირჟებზე ათასობით კომპანიის, მათ შორის, NETFLIX-ის აქციითა და ფასიანი ქაღალდით ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს, ინვესტირების დაწყება კი 1 დოლარითაც არის შესაძლებელი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ