15.სექტემბერი .2022 11:58

ისტორიული მოვლენა კრიპტოინდუსტრიაში - ეთერიუმის განახლება წარმატებით დასრულდა

ისტორიული მოვლენა კრიპტოინდუსტრიაში - ეთერიუმის განახლება წარმატებით დასრულდა
views 1409
უკან

კრიპტოინდუსტრია ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მოვლენის წინაშეა - ეთერიუმის განახლება, რომელზეც დეველოპერები წლების განმავლობაში მუშაობდნენ, წარმატებით დასრულდა.

განახლება სულ რამდენიმე წუთის წინ შედგა და ახლა უკვე ინვესტორთათვის ახლი ეთერიუმი 2.0-ია ხელმისაწვდომი.

კომპლექსური ტექნიკური განახლების შედეგად, ეთერიუმი Proof-of-Work-დან ახალ კონსენსუსის მექანიზმზე, Proof-of-Stake-ზე გადავიდა, რაც კრიპტოვალუტას ახალ შესაძლებლობებს მისცემს.

ბლოკჩეინის სისწრაფე, მაღალი გამტარობა, დაცულობა, მოქნილობა და სიიაფე - ეს იმ შესაძლებლობების მცირე ჩამონათვალია, რომელთაც ახალი ეთერიუმი მიიღებს.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ახალ სისტემას არ სჭირდება ე.წ. მაინინგ ინფრასტრუქტურა და მძლავრი კომპიუტერული მოწყობილობები, რომლებიც დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარენ.

წინასწარი შეფასებით, უახლოეს მომავალში ეთერიუმის ენერგომოხმარება 99%-ით შემცირდება, რასაც უმნიშვნელოვანესი გავლენა ექნება გლობალურ მაინინგ ინდუსტრიაზე.

შეგახსენებთ, რომ აქამდე ეთერიუმი, ბიტკოინის მსგავსად, Proof-of-Work სისტემაზე მუშაობდა, რომელიც მრავალი პარამეტრით აწ უკვე მოძველებულ, არამდგრად და მოუქნელ ტექნოლოგიად ითვლება.

ექსპერტების შეფასებით, ბლოკჩეინის ტრანზაქციების გაიაფება ეთერიუმზე მოთხოვნის ზრდას გამოიწვევს, რასაც პოზიტიური გავლენა ექნება ბირჟაზე კრიპტოვალუტის ფასზეც.

ეთერიუმი რიგით მეორე უმსხვილესი კრიპტოვალუტაა - მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი ამჟამად 200 მლრდ დოლარს შეადგენს.