„უცნაურია კრიზისულ პერიოდში დაიწყო ბიზნესი, თუმცა მე მაინც გავრისკე და გავხსენი კვების ობიექტი“, – ამის შესახებ გადაცემა „საქმიან დილაში“ კაფე “ტარტინის” დამფუძნებელმა, სალომე კობახიძემ ისაუბრა. მისი თქმით, „ტარტინის“ ისტორია 10 წლის წინ დაიწყო და ჯერ აბაშიძის ქუჩაზე, შემდეგ კი, მეორე ობიექტი მეიდანზე გაიხსნა, თუმცა ეტაპობრივად ჯერ ერთი, შემდეგ კი პანდემიისა და კრიზისის ფონზე, მეორე ობიექტი დაიხურა.
„ჩვენ ვერ შევძელით კაფეს გადარჩენა, მაგრამ სამაგიეროდ, ვიპოვეთ ძალა და რაც მთავარია ახალი სივრცე, რომ დაგვეწყო ბიზნესი თავიდან, ახალი ფურცლიდან და გავხსენით ისევ იქ, საიდანად დავიწყეთ - აბაშიძის ქუჩაზე, იმავე სახელითა და კონცეფციით,“ - აღნიშნა სალომე კობახიძემ.
დამფუძნებლის თქმით, ჯერ კაფეს ცნობადობა დედაქალაქში არ არის მაღალი, მაგრამ, ვინც იცის ძველი ობიექტი, ისინი ეტაპობრივად ბრუნდებიან. რაც შეეხება სამზარეულოს, არის ფრანგული ტრადიციული, ანუ დაახლოებით, ის რაც საფრანგეთის კვების ობიექტებში გვხვდება.
„ეს არ იქნება ქართულ ტრადიციულ კერძებს მორგებული კაფე, არ გვექნება არც ექსპერიმენტები და არც მოულოდნელობები მენიუში, პირიქით ტრადიციულ ფრანგულს მივყვებით და ჩვენი მთავარი ნიშნაც ეს არის,“ - განაცხადა დამფუძნებელმა.
სამომავლოდ კი, კობახიძის თქმით, იგეგმება რომ „ტარტინი“ ისევ ქსელური გახდეს, თუმცა პირველ ეტაპზე მხოლოდ არსებულის პოპულარიზაციას ისახავენ მიზნად, ხოლო გავლენ საქართველოს რეგიონებში, იმისათვის, რომ ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა დააგემოვნოს ფრანგული ტრადიციული სამზარეულო.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა