მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ტურისტების შემოსვლა ჩვენს ჩამოქცეულ ეკონომიკას სჭირდება“ - შალვა ალავერდაშვილი

608288287ab62
ვიქტორია მღებრიშვილი
23.04.21 12:45
797
სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა „საქმიან დილაში“ ტურიზმის ამოქმედებისთვის სახმელეთო საზღვრების გახსნისა და კომენდანტის საათის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ ქვეყნის „ჩამოქცეულ“ ეკონომიკას მეტი ტურისტის შემოშვება სჭირდება, რაც არსებული შეზღუდვების პირობებში ვერ ხერხდება.

შალვა ალავერდაშვილის განმარტებით, ქვეყანამ უნდა ისწავლოს ვირუსთან თანაცხოვრება და ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებმა, სადაც ტურიზმი ეკონომიკის განვითარების მნიშვნელოვან დარგს წარმოადგენს, საქართველოში ტურისტებისთვის საზღვრები უნდა გაიხსნას, ხოლო შეზღუდვები მოიხსნას.

„მოდით დავთვალოთ რამდენმა ტურისტმა შემოიტანა ქვეყანაში კორონავირუსი და ტურიზმის მიზნით შემოსული რამდენი ადამიანი იყო ინფიცირებული. ქვეყანაში საჰაერო გზით ტურისტები სრული რეგულაციების დაცვით შემოდიან. ისინი შემოსვლიდან მესამე დღესაც იტესტებიან. ამ ადამიანს უფრო აქვს საშიშროება ჩვენთან დაინფიცირების, ვიდრე ის, რომ ვირუსი შემოიტანონ.

როდესაც 9 საათამდე შემიძლია ტურისტის მომსახურება და ამის შემდეგ არა, ეს ფაქტი ჩვენ გვიძნელებს ტურისტების დარწმუნებას, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში.

ავიღოთ თურქეთის მაგალითი, ახლა როდესაც გაუარესებულია ეპიდვითარება, ახლაც კი ტურიზმის მხრივ თურქეთი ღიაა. და თუ ტურისტი ქვეყანაში მოგზაურობის რისკზე მიდის, მაშინ ჩვენ მას უნდა მოვემსახუროთ. უნდა გვქონდეს საშუალება საქართველოში ჩამოსულ ადამიანს მოვემსახუროთ და ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ დავახარჯინოთ ფული. ეს ჩვენს ჩამოქცეულ ეკონომიკას სჭირდება“, - აცხადებს შალვა ალავერდაშვილი.