მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეზერვები გაიზარდა, თუმცა გასული წლის მაჩვენებელს მაინც მკვეთრად ჩამორჩება

629fa7abe3f88
ნინო ტაბატაძე
08.06.22 19:55
1750
აპრილის ვარდნის შემდეგ, მაისში საქართველოს სარეზერვო აქტივები ისევ გაიზარდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1-ელი ივნისისთვის ქვეყანა 3.855 მლრდ დოლარის რეზერვებს ფლობდა; ბოლო 1 თვეში რეზერვები 28.7 მლნ დოლარით გაიზარდა, მაგრამ წლიურ ჭრილს თუ შევხედავთ კლებაა 298.8 მლნ დოლარით.

სარეზერვო აქტივებში 3.372 მლრდ დოლარი უცხოური ვალუტის რეზერვებია. მათ შორის, $2.46 მლრდ ფასიან ქაღალდებში დევს,  910.4 მლნ კი - ნაღდ უცხოურ ვალუტასა და დეპოზიტებზე არის განთავსებული.

აღსანიშნავია, რომ მაისში, ლარის გამყარების ფონზე, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზრიდან 10 მლნ დოლარი შეისყიდა.

საინვესტიციო ბანკის „თიბისი კაპიტალის“ შეფასებით, გაგრძელდება ბაზარზე ვალუტის მიწოდება, ამიტომ მოსალოდნელია ინტერვენციებიც.

“ჩვენ კვლავ ვფიქრობთ, რომ უფრო მეტად დოლარის შესყიდვის მიმართულებით სავალუტო ინტერვენციებს ექნება ადგილი, ვიდრე ლარის ამასწინანდელ მაქსიმუმთან შედარებით უფრო მკვეთრ გამყარებას. ვფიქრობთ, რომ შემდგომ ინტერვენციებს, მოლოდინების ცვლილების კუთხით, ასეთივე ნეგატიური ზეგავლენა არ ექნება", - აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ კვლევაში.