მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერთ კვირაში EU-ს საზღვარი რუსეთის 66 ათასმა მოქალაქემ გადაკვეთა

6333ffa575379
მარიამ ვარადაშვილი
28.09.22 11:59
566
გასულ კვირაში [19-25 სექტემბერი] ევროკავშირის საზღვარი რუსეთის დაახლოებით 66 000 მოქალაქემ გადაკვეთა, რაც 30%-ით მეტია წინა კვირის მაჩვენებელზე. ინფორმაციას ევროკავშირის საზღვრის კონტროლის სააგენტო ავრცელებს. რუსეთის მოქალაქეების უმრავლესება ევროკავშირში ფინეთისა და ესტონეთის საზღვრიდან შედის.

მას შემდეგ რაც რუსეთმა ქვეყანაში სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა, განსაკუთრებით გაიზარდა ფინეთის საზღვრის კვეთის მაჩვენებელი რუსეთის მოქალაქეების მხირდან. აღსანიშნავია, რომ 19 სექტემბრიდან ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ და პოლონეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთაზე შეზღუდვები აამოქმედეს. შეზღუდვა რუსეთის იმ მოქალაქეებს ეხებათ, რომლებიც ტურიზმისა და დასვენების მიზნით მოგზაურობენ. მსგავსი შეზღუდვების ამოქმედებას ფინეთიც გეგმავს.

როგორც ევროკავშირის საზღვრის კვეთის სააგენტო წერს, რუსეთის ის მოქალაქეები, რომლებიც საზღვარს კვეთავენ ან რეზიდენტის სტატუსი აქვთ ან ევროკავშირის რომელიმე წევრი ქვეყნის ვიზა.

“მოკლევადიან პერიოდში მოსალოდნელია რუსეთის მოქალაქეების მიერ საზღვრის კვეთის მაჩვენებელი გაიზარდოს იმ გაურკვევლობის ფონზე, რაც მობილიზაციასთან დაკავშირებულია. გრძელვადიან პერიოდში კი შესაძლოა ვნახოთ საზღვრის უკანონო კვეთის მაჩვენებლის ზრდა. ისევე როგორც გაიზრდება ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების უკანონო ყოფნა. საუბარია იმ მოქალაქეებში, რომლებიც უკვე იმყოფებიან რომელიმე წევრ ქვეყანაში”,-აცხადებს ევროკავშირის სასაზღვრო კონტროლის სააგენტო.

21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ. რუსეთის პრეზიდენტის თანახმად, სამხედრო სამსახურში გაიწვევენ მხოლოდ თადარიგში მყოფ მოქალაქეებს.
მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ საქართველოში შემომსვლელი რუსეთის მოქალაქეების რიცხვიც გაიზარდა. გუშინ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთი მოქალაქეების მიერ სახმელეთო საზღვრის კვეთის მაჩვენებელი გამოქვეყნა. შსს-ს თანახმად, მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, 21-26 სექტემბრის პერიოდში, სულ შემოვიდა რუსეთის 53 136 მოქალაქე და გავიდა - 34 990.