მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხულოს მუნიციპალიტეტში ბუნებრივი აირი შეიყვანეს

5f995b6de42a1
BM.GE
28.10.20 15:50
867
დაბა ხულოში მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტის ფარგლებში, ბუნებრივი აირი აინთო. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე და კომპანია სოკარის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ხულოში ადგილობრივ მოქალაქეებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ხორციელდება მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული პროექტები. მისი თქმით, ყველა ოჯახი მაღალმთიან აჭარაში ისარგებლებს ბუნებრივი აირით.

"დღეს ბუნებრივ აირს ავანთებთ ხულოს დაბაში და ეტაპობრივად, უკვე, ყველა ოჯახი, მიიღებს ბუნებრივ აირს. არცერთი მოქალაქე და არცერთი ოჯახი მთაში არ უნდა დაგვრჩეს ყურადღების გარეშე“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

მთავრობის თავმჯდომარემ ხულო-ზარზმის გზის სამუშაოების შესახებაც ისაუბრა.

"როგორც დაგპირდით, ხულო-ზარზმის გზა, რომელიც არის ისტორიული პროექტი მაღალმთიანი აჭარისთვის, ჩვენი რეგიონისთვის და ასევე, სამცხე-ჯავახეთისთვის, იქნება ბოლომდე მიყვანილი, დასრულებული“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ

სალიბაურიდან-გოდერძის უღელტეხილამდე მონაკვეთზე აჭარის გაზიფიცირების მასშტაბური პროექტის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების, 121 კმ სიგრძის გაზსადენის მშენებლობის ძირითადი ნაწილი, უკვე დასრულებულია, ამ ეტაპზე დასკვნით 27 კილომეტრზე, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის დასაწყისში, გაზი სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძზეც“ აინთო.

გაზიფიცირების პროექტის სამუშაო პროცესში 300 ადამიანი დასაქმდა. დასკვნითი ეტაპის სამუშაოებზე დამატებით, 300 ადამიანი დასაქმდება. მშენებლობას შპს „ენერჯი ინვესტი 2009“ ახორციელებს.